„ალაბამას სიმღერა“ ქართულ ენაზე გამოიცემა

სულაკაურის გამომცემლობა მალე სერიას „Laterna Magica“ ფრანგი მწერლისა და დრამატურგის, ჟილ ლერუას წიგნით შეავსებს. „Alabama song“ („ალაბამას სიმღერა“) – ასე ჰქვია რომანს, რომელშიც ცნობილი ამერიკელი მწერლის ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ცოლი, ზელდა, საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს. რომანისთვის „ალაბამას სიმღერა“ ჟილ ლერუას 2007 წელს საფრანგეთის უმაღლესი ლიტერატურული ჯილდო, გონკურის პრემია მიენიჭა. რომანი ქართულად თარგმნა მერაბ ფიფიამ. ამ დროისთვის […]
ჯერომ სელინჯერის ორი ახალი გამოცემა

გამომცემლობა „Palitra L“ ქართველ მკითხველს მალე ჯერომ სელინჯერის ორ ახალ გამოცემას შესთავაზებს, ესენია „ჭერი ასწიეთ, დურგლებო და სიმორი, შესავალი“ და „ფრენი და ზუი”. „ჭერი ასწიეთ, დურგლებო“ პირველ პირში მოთხრობილი ამბავია. მთხრობელად ბადი გლასი გვევლინება, რომელიც აღწერს თავის უჩვეულო ოჯახსა და რთულ, თუმცა თბილ ურთიერთობას და-ძმებს შორის. „სიმორი, შესავალი“ ასევე გლასების ოჯახზე მოგვითხრობს, კერძოდ კი სიმორის […]