გამომცემლობა „Palitra L“ ქართველ მკითხველს მალე ჯერომ სელინჯერის ორ ახალ გამოცემას შესთავაზებს, ესენია „ჭერი ასწიეთ, დურგლებო და სიმორი, შესავალი“ და „ფრენი და ზუი”.
„ჭერი ასწიეთ, დურგლებო“ პირველ პირში მოთხრობილი ამბავია. მთხრობელად ბადი გლასი გვევლინება, რომელიც აღწერს თავის უჩვეულო ოჯახსა და რთულ, თუმცა თბილ ურთიერთობას და-ძმებს შორის. „სიმორი, შესავალი“ ასევე გლასების ოჯახზე მოგვითხრობს, კერძოდ კი სიმორის უფროსი ძმის შესახებ, რომელიც ოჯახის ყველასგან გამორჩეული წევრია.
რაც შეეხება წიგნს „ფრენი და ზუი“, ის გლასების ოჯახის შესახებ შექმნილი მოთხრობების ციკლის ნაწილია. წიგნი 1961 წელს გამოიცა და ორ მოზრდილ მოთხრობას აერთიანებს.
რთული ოჯახური ურთიერთობები, კონფლიქტი გარე სამყაროსთან და საკუთარ თავთან, ძენ ბუდიზმი და ინდური ფილოსოფია წიგნის მთავარი თემებია. ზედმეტად მგრძნობიარე და გაუწონასწორებელ მთავარ გმირებს მწერალი განსაკუთრებული იუმორითა და სითბოთი აღწერს.