სულაკაურის გამომცემლობა მალე სერიას „Laterna Magica“ ფრანგი მწერლისა და დრამატურგის, ჟილ ლერუას წიგნით შეავსებს.
„Alabama song“ („ალაბამას სიმღერა“) – ასე ჰქვია რომანს, რომელშიც ცნობილი ამერიკელი მწერლის ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ცოლი, ზელდა, საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს.
რომანისთვის „ალაბამას სიმღერა“ ჟილ ლერუას 2007 წელს საფრანგეთის უმაღლესი ლიტერატურული ჯილდო, გონკურის პრემია მიენიჭა.
რომანი ქართულად თარგმნა მერაბ ფიფიამ.
ამ დროისთვის სულაკაურის გამომცემლობის სერია „Laterna Magica“ სამ გამოცემას აერთიანებს, ესენია: ბზიგნევ ჰერბერტის „ნატურმორტი ლაგამით“, „ენდი უორჰოლის ფილოსოფია“ და ინგმარ ბერგმანის „Laterna Magica“.