„ჩანაცვლება” – თეონა დოლენჯაშვილის ახალი რომანი

გამომცემლობამ „ინტელექტი“ თეონა დოლენჯაშვილის ახალი წიგნი დასტამბა და ხვალ მკითხველისთვის წარდგენას გეგმავს.

„ჩანაცვლება“ – ასე ჰქვია თეონა დოლენჯაშვილის ახალ რომანს. ეს არის ორი ოჯახის საგა, სხვადასხვა თაობის ადამიანების არსებობის ისტორია თავისი რეალური ადამიანური ვნებებით, სიყვარულით, ღალატით, სიხარულით თუ ტკივილით და ამ ადამიანური არსებობის თავიდან გადაწერის, შეცდომების გამოსწორებისა თუ ცხოვრების თავიდან დაწყების მცდელობით.

„ჩანაცვლება“ იმ კითხვებზე პასუხის ძიებაა, რომელიც თანამედროვე ადამიანს აწუხებს. მაღალტექნოლოგიურ ეპოქაში, როცა მეცნიერება ქმნის ახალ ადამიანს, ახალ გონებას, ახალ რეალობას, ქმნის მეხსიერების იმპლანტს, ანაცვლებს ფაქტებს, მოგონებებსა და წარსულს, შეუძლია თუ არა ჩაანაცვლოს სიყვარული. გამოიგონოს სიყვარულის იმპლანტი, შექმნას ახალი მოსიყვარულე ადამიანი…

თეონა დოლენჯაშვილის ახალი რომანის წარდგენა 25 თებერვალს, 20:00 საათზე, მოძრაობის თეატრში გაიმართება.