ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობა, რომელიც 2020 წლის 30 მარტს უნდა გახსნილიყო, იტალიაში გავრცელებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) გამო გადაიდო. ამის შესახებ წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებმა Twitter-ის გვერდზე დაწერეს.
„გვსურს მონაწილეებსა და დამსწრეებს ვაცნობოთ, რომ იტალიაში ახალი კორონავირუსით გამოწვეული განსაკუთრებული მდგომარეობის გამო ღონისძიების ჩატარების თარიღებმა 2020 წლის 4-7 მაისს გადაიწია“, – წერია განცხადებაში.
რაც შეეხება ლონდონისა და პარიზის წიგნის ბაზრობებს, რომელთა ჩატარებაც მიმდინარე წლის მარტშია დაგეგმილი, ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.