ქართული კულტურის უცხოური პორტრეტისა და ავტოპორტრეტის სივრცითი ჩარჩო (II ნაწილი)
პირველი ნაწილი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2ZkajV7 მეორე ნაწილი „მგზავრის წერილებზე“ საუბრისას, კიდევ ერთი საგულისხმო ასპექტია აუცილებლად გასათვალისწინებელი. მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება იმაზე, თუ როგორაა ილიასთან დანახულ-გააზრებული გეოგრაფიული გარემოს როლი და ზეგავლენა ქართველი ხალხის განვითარებაზე და რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე. უფრო სწორად კი, სახელმწიფოებრიობის საბედისწერო დაკარგულობაზე. ნიშანდობლივია, რომ ამ ეპოქაში საკმაოდ პოპულარულია ერთი გამონათქვამი, რომელსაც ხშირად […]
ქართული კულტურის უცხოური პორტრეტისა და ავტოპორტრეტის სივრცითი ჩარჩო (I ნაწილი)
პირველი ნაწილი ილიასეული ფრაზა – „ვაი, რა ცარიელია ეს სავსე ქვეყანა უადამიანოდ!..“ – იმ ტექსტის ერთგვარ გასაღებადაც კი აღიქმება, რომლის მთავარ მოტივად და ძირითად შინაარსად ლანდშაფტი ქცეულა, ხოლო თავად ლანდშაფტი ტექსტად გარდაქმნილა. ლანდშაფტის ტექსტად ქმნადობა კი მის ახლებურ განცდა-გააზრებასა და მასთან გაშინაურებას გულისხმობს. ამიტომაცაა სრულიად არაერთგვაროვანი ნებისმიერი ლანდშაფტის აღქმა ყოველი კონკრეტული ავტორის აღწერაში, ვინაიდან […]
ოქროს უნიტაზის ხიბლი. საბჭოთა ბურჟუაზიის ბრწყინვალება და სიღატაკე (I ნაწილი)
პროლოგი. ოქროს უნიტაზის თავგადასავალი 2016 წელს იტალიელმა ხელოვანმა მაურიციო კატელანმა ოქროს უნიტაზი გააკეთა. სოლომონ გუგენჰაიმის მუზეუმში გამოფენილი 18-კარატიანი ოქროს უნიტაზის დანიშნულებისამებრ გამოყენება ავტორის განზრახვაში შედიოდა. თავის ნამუშევარს 1992 წლიდან ამერიკაში მცხოვრებმა ხელოვანმა „ამერიკა“ დაარქვა და მარსელ დიუშანის ცნობილ „შადრევანს“ შეადარა. კატელანამდე 100 წლით ადრე ფრანგმა ხელოვანმა მარსელ დიუშანმა პისუარი, სხვათა შორის, […]
ტაძარი და ბაზარი. გვიანი საბჭოეთის ფასეულობები
„ეს გზა ღვთისმშობლის ტაძრამდე მიგვიყვანს“? („მონანიება“, 1987) „ჩემი არსებობის მიზანი კაცობრიობის ჰუმანისტური იდეალებისადმი მსახურებაა“ („კურიერი“, 1986) 1. 1987 წელს გამოვიდა თენგიზ აბულაძის ფილმი „მონანიება“. ფილმის გადაღება 1982 წელს დაიწყო და 1984 წელს დასრულდა: იმ როლის თამაში, რომელსაც გეგა კობახიძე ასრულებდა, თავიდან მოუწია მერაბ ნინიძეს. ფილმის ნახვა მაყურებელმა 1987 წელს, უკვე გაგანია პერესტროიკის […]
რა არის კარგი იმაში, რომ ყველაფერი ცუდადაა
ცოტათი შემზარავი განცხადება უნდა გავაკეთო: მე მიყვარს ომი. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, ომის ის ნაწილი, რომელსაც საოცარი სიზუსტით იმეორებს, გაგიკვირდებათ და, რამე სახალხო კარნავალი, ახალი წლის აღნიშვნა, Party, ნებისმიერი სახის მიკრო თუ მაკროაპოკალიფსი – ეს ნაწილებია: საზოგადოებრივი კონსოლიდაცია და ნიღბების თეატრი. განვმარტავ ორივეს. საზოგადოებრივი კონსოლიდაცია ბუნებრივი რეაქციაა, მყისიერი პასუხი თამაშის ახალ წესებზე ან, შეიძლება […]
ფული და ხარისხი. ქართული რომანტიკული ანტიკაპიტალიზმი (II ნაწილი)
პირველი ნაწილი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2wI9RFg IX. ფულის ნეგატიური ეთიკა ბურჟუაზია, როგორც კლასი, ვერ ახერხებს საქართველოში საკუთარ ფასეულობათა სისტემის შექმნას და, შესაბამისად, კულტურული ჰეგემონიის მოპოვებას. მიუხედავად ამისა, ფული, როგორც ბურჟუაზიული ფასეულობების ამოსავალი წერტილი, ქართული კულტურის სისტემაში შემოდის და მნიშვნელოვან ადგილს იმკვიდრებს. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური პრესტიჟის საზომი და მისი მკვებავი ფასეულობათა სისტემა არ იცვლება, ფული […]
ფული და ხარისხი. ქართული რომანტიკული ანტიკაპიტალიზმი (I ნაწილი)
I. შესავალი ამ წერილის შთამაგონებელი იყო ბაქარ ორჯონიკიძე, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ პერსონაჟი. იმერეთის სოფელ ღორეშადან თბილისში სასწავლებლად ჩამოსული ახალგაზრდა ბიჭი ხინკლის კუჭებით დაიწყებს ვაჭრობას და მილიონერი გახდება (შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეს არის ამერიკული ოცნების თანამედროვე ქართული ვარიანტი, მაგრამ XIX საუკუნის ქართული ბურჟუაზიული რომანისათვისაც ასეთი ბიოგრაფია ტიპურია). ბაქარი მალევე შეამჩნევს, რომ მის სიმდიდრეს მნიშვნელოვანი კომპონენტი […]
მკვდრების მეხსიერება. ვარლამ შალამოვის თხრობის ეთიკა
ვარლამ შალამოვს (1907-1982) რუსულ ლიტერატურაში გამორჩეული ადგილი უჭირავს. ის გულაგის (საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკების სისტემის) მემატიანეა. შალამოვი 1924 წელს მშობლიური ვოლოგდიდან ჩავიდა მოსკოვში, ორი წელი ფაბრიკაში იმუშავა, 1926 წელს კი მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. მემარცხენე ოპოზიცისადმი სიმპათიის და ლენინის ანდერძის არალეგალურად გავრცელების გამო 1929 შალამოვი პირველად დააპატიმრეს და 3 წლით გადაასახლეს გულაგის ვიშერას ბანაკში. 1937 […]
ტირანი გენიის წინააღმდეგ
1950-იანი წლების საქართველოში ერთი უცნაური ამბავი მოხდა, რომელიც ვაჟა-ფშაველას, სტალინს, კანდიდ ჩარკვიანსა და გერონტი ქიქოძეს უკავშირდება; ეს იყო ისტორია, რომელმაც შეძრა იმ პერიოდის საქართველო. ეს ქართული საზოგადოებისთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული მომენტი იყო, ურთულესი მოსახვევი, როდესაც საქართველოს მოუწია იმის აღიარება, რომ ბელადის გემოვნება გადამწყვეტია ბევრ საკითხში, მათ შორის ლიტერატურაში, განსაკუთრებით კი ვაჟა-ფშაველასთან მიმართებაში. ჩვენ წინაშეა ერთ-ერთი შესანიშნავი […]
„კეთილშობილი ადამიანი არ სცოდავს“
„აქ ჩვენს შორის ვინაა ოიდიპოსი? ვინაა სფინქსი?“ ნიცშე ყველა დამკვიდრებული აზრისა და ტრადიციის საწინააღმდეგოდ, რომელთა მიხედვითაც მამის მკვლელი და დედაზე დაქორწინებული მეფე ოიდიპოსი ტრაგიკულ გმირთა შორის უშემზარავესი ცოდვილი და დამნაშავე იყო, ნიცშემ ის „კეთილშობილი ადამიანის“ (der edle Mensch) სახე-ხატად გამოაცხადა და სიდიადით პრომეთეს გაუთანაბრა. თუმცა სოფოკლეს უკანასკნელი ტრაგედიიდან „ოიდიპოსი კოლონოსში“ ისიც ვიცით, რომ სიცოცხლის ბოლოს […]