თარგმანი და დროთა კავშირი
ძველი ტექსტის თარგმანი ტექსტის არა მარტო და არა იმდენად ერთი ენიდან მეორეში, არამედ ერთი ეპოქიდან და კულტურიდან სრულიად განსხვავებულ ეპოქასა და კულტურაში გადმოსახლებას ნიშნავს. ეს ცხადია. დასადგენია ამგვარი გადმოსახლების პირობები. აქ გავიხსენოთ სიტყვა „კონგენიალური“, რომელიც თავისთავად საკმაოდ საეჭვო წარმომავლობისა და ხარისხის ტერმინია, მით უმეტეს, რომ იშვიათად იყენებენ სწორად, მაგრამ ახლა მეჩვენება, რომ მნიშვნელოვნად აადვილებს გადმოცემას. […]