ბოლონიის წიგნის ბაზრობა გადაიდო

ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობა, რომელიც 2020 წლის 30 მარტს უნდა გახსნილიყო, იტალიაში გავრცელებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) გამო გადაიდო. ამის შესახებ წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებმა Twitter-ის გვერდზე დაწერეს. „გვსურს მონაწილეებსა და დამსწრეებს ვაცნობოთ, რომ იტალიაში ახალი კორონავირუსით გამოწვეული განსაკუთრებული მდგომარეობის გამო ღონისძიების ჩატარების თარიღებმა 2020 წლის 4-7 მაისს გადაიწია“, – წერია განცხადებაში. რაც შეეხება ლონდონისა და პარიზის […]

„ჩანაცვლება” – თეონა დოლენჯაშვილის ახალი რომანი

გამომცემლობამ „ინტელექტი“ თეონა დოლენჯაშვილის ახალი წიგნი დასტამბა და ხვალ მკითხველისთვის წარდგენას გეგმავს. „ჩანაცვლება“ – ასე ჰქვია თეონა დოლენჯაშვილის ახალ რომანს. ეს არის ორი ოჯახის საგა, სხვადასხვა თაობის ადამიანების არსებობის ისტორია თავისი რეალური ადამიანური ვნებებით, სიყვარულით, ღალატით, სიხარულით თუ ტკივილით და ამ ადამიანური არსებობის თავიდან გადაწერის, შეცდომების გამოსწორებისა თუ ცხოვრების თავიდან დაწყების მცდელობით. „ჩანაცვლება“ იმ კითხვებზე […]

„ქუჩის მოჩხუბრის ჩანაწერები“ – პრეზენტაცია

სულაკაურის გამომცემლობა 27 თებერვალს მკითხველს გიგა ნასარიძის წიგნის პრეზენტაციაზე იწვევს. „ქუჩის მოჩხუბრის ჩანაწერები“ საავადმყოფოს ლოგინს მიჯაჭვული, მორიგი ცემა-ტყეპის დროს ხელფეხდალეწილი შუახნის მამაკაცის დღიურია. სასიკვდილოდ განწირული გმირის მიერ გულახდილად მოთხრობილი ამბები იმდენად შემზარავია, რომ ოდესმე ალბათ ყველას გამოგონილი მოეჩვენება, მაგრამ ჩვენთვის – XX-XXI საუკუნეების გასაყარზე მცხოვრები ქართველებისთვის – ყოველი ისტორია რეალობის ნაწილი იყო და არის. ყველას […]

„ალაბამას სიმღერა“ ქართულ ენაზე გამოიცემა

სულაკაურის გამომცემლობა მალე სერიას „Laterna Magica“ ფრანგი მწერლისა და დრამატურგის, ჟილ ლერუას წიგნით შეავსებს. „Alabama song“ („ალაბამას სიმღერა“) – ასე ჰქვია რომანს, რომელშიც ცნობილი ამერიკელი მწერლის ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ცოლი, ზელდა, საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს. რომანისთვის „ალაბამას სიმღერა“ ჟილ ლერუას 2007 წელს საფრანგეთის უმაღლესი ლიტერატურული ჯილდო, გონკურის პრემია მიენიჭა. რომანი ქართულად თარგმნა მერაბ ფიფიამ. ამ დროისთვის […]

ჯერომ სელინჯერის ორი ახალი გამოცემა

გამომცემლობა „Palitra L“ ქართველ მკითხველს მალე ჯერომ სელინჯერის ორ ახალ გამოცემას შესთავაზებს, ესენია „ჭერი ასწიეთ, დურგლებო და სიმორი, შესავალი“ და „ფრენი და ზუი”. „ჭერი ასწიეთ, დურგლებო“ პირველ პირში მოთხრობილი ამბავია. მთხრობელად ბადი გლასი გვევლინება, რომელიც აღწერს თავის უჩვეულო ოჯახსა და რთულ, თუმცა თბილ ურთიერთობას და-ძმებს შორის. „სიმორი, შესავალი“ ასევე გლასების ოჯახზე მოგვითხრობს, კერძოდ კი სიმორის […]

თომას ვულფის ეპოქალური რომანი ქართულად გამოიცემა

გამომცემლობა „არტანუჯი” მკითხველისთვის ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსის, თომას ვულფის ეპოქალურ რომანს ამზადებს. „მოხედე შენს სახლს, ანგელოზო” ქართულ ენაზე პირველად გამოიცემა და რომანი წიგნის მაღაზიების თაროებს წლის ბოლოს შეავსებს. რომანი ხელმისაწვდომი იქნება წიგნის საახალხლო ფესტივალზეც. თომას ვულფის „მოხედე შენს სახლს, ანგელოზო“ გვიამბობს ჩრდილოეთ კაროლინის პატარა ქალაქში მცხოვრები განტების ოჯახის ამბავს და აღწერს მთავარი გმირის, იუჯინ განტის ცხოვრებას […]

ლორკას შედევრი დავით წერედიანისგან

მალე გამომცემლობა „ინტელექტი” მკითხველის წინაშე ფედერიკო გარსია ლორკას საეტაპო წიგნს „ბოშურ რომანსეროს” წარადგენს, რომლიც ქართულად დავით წერედიანმა თარგმნა. „ბოშური რომანსერო” ფედერიკო გარსია ლორკას შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და წარმატებული  კრებულია, რომელიც 1928 წელს გამოიცა და საყოველთაო აღიარება დაიმსახურა როგორც ლიტერატურულ წრეებში, ასევე რიგით მკითხველებში. პირველი ტირაჟი – 3500 ეგზემპლარი რამდენიმე დღეში გაიყიდა. ფედერიკო გარსია ლორკამ […]

„თბილისის წიგნის დღეები 2019″-ის ბესტსელერები

გამომცემლობებმა, რომლებსაც საკუთარი წიგნები 28 ნოემბრიდან 1-ლი დეკემბრის ჩათვლით საკუთარი წიგნები „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში ჰქონდათ გამოფენილი, „თბილისის წიგნის დღეების” ბესტსელერები დაასახელეს. ბესტსელერების სია ასე გამოიყურება:   გამომცემლობა „ინტელექტი“:   ნინო ხარატიშვილი – „მერვე სიცოცხლე“ ოლდოს ჰაქსლი – „კონტრაპუნქტი“ ნესტან ნენე კვინიკაძე – „38,44“   გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“:   ალესანდრო ბარიკო – „მეოცე“ „აბრეშუმი“ ჩარლზ […]