- ვეფხისტყაოსანი – თითქმის მიმახვედრა ბავშვობაში, რომ მარტო შენთვის არ უნდა იცხოვრო და რომ სახლში არ უნდა იჯდე (მოგზაურობის სიყვარული);
- ბარათაშვილის ტომი, უპირველეს ყოვლისა „ბედი ქართლისა” – გავერკვიე ერეკლეს დანაშაულში და თავისუფლების ღირებულებაში;
- „არქიპელაგი გულაგი” – დამეხმარა საბჭოთა კავშირის ფენომენში გარკვევაში და საბოლოოდ მიმიყვანა ციხეში, რაც მნიშვნელოვანი საფეხური იყო ჩემს განვითარებაში;
- „ძმები კარამაზოვები” – როგორც საშუალო ძმამ, დავინახე მსგავსება ივანთან და ბევრი გავაკეთე, რომ გამოვცვლილიყავი;
- „უცხო” (ალბერ კამიუ) – გავიგე საზოგადოებრივი აზრის ამბავი და უმრავლესობის დიქტატურაში გავერკვიე (შემდეგ გავაძლიერე სხვა წიგნებით).