5 წიგნი, რომლებმაც რუსუდან რუხაძის ცხოვრება შეცვალა

  1. „ბიულერბიელი ბავშვები“, ასტრიდ ლინდგრენი – მიმახვედრა, რომ ბავშვობა გამოვტოვე;
  2. Homo Ludens კაცი მოთამაშე, იოჰან ჰაიზინგა – დამამშვიდა, რომ ბავშვობის გამოტოვება შეუძლებელია, ჩვენ თამაშის მაცოცხლებელ სამყაროში ვცხოვრობთ;
  3. რობაიები, ომარ ხაიამი („აღმოსავლურ-დასავლური დივანი“, ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმანი) – მიწა შემაყვარა, გარდაუვალზე ფიქრს შემაგუა;
  4. „ორლანდო“, ვირჯინია ვულფი – დამარწმუნა, რომ სექსუალური გამოცდილების მიუხედავად ანდროგინული არსებები ვართ;
  5. „უმანკოების მუზეუმი“, 69-ე თავი („ზოგჯერ“), ორჰან ფამუქი – შემახსენა, რომ ყოველდღიურობაზე დიდი დღესასწაული არ არსებობს.