7 ეკფრასისი 2022 წლის ზამთრისათვის
რატი ამაღლობელი (ლექსების სათაურებზე დაწკაპუნების შემთხვევაში გადახვალთ ხსენებული ნამუშევრების რეპროდუქციების ბმულებზე) ანგელოზთა დაცემა სალომე ჯაშს გავს ბრეიგელის მთავარანგელოზი, განწყობით, მზერით, წითური თმით საყელოზე. ამბოხის სულებს რისხვისა და ვნების გარეშე ის მახვილს დასცემს სიმშვიდით თვალებში. საკუთარ თავში შეიბრუნებს მზერას გაბრიელი და უკან მაღლობებში გაფრინდება. მონადირეები თოვლში […]
მწუხრის ჟამს
შარშან ზაფხულში ვანზეეზე ბერლინის ლიტერატურული კოლოკვიუმის (LCB) რეზიდენტი ვიყავი. ეს დრო ვეცადე ჩემი ჩანაფიქრების მიხედვით დამეგეგმა. გადავწყვიტე გერმანულენოვანი პოეზიიდან ისეთი ლექსები მეთარგმნა, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა კომპოზიტორისთვის გადამწყვეტ ინსპირაციებად იქცნენ და მათ საფუძველზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებები შექმნეს. მაგალითად, შილერის „ოდა სიხარულს“. ბეთჰოვენმა იგი სიმფონიური მუსიკის ისტორიაში პირველ პოეტურ ტექსტად აქცია, რომელიც მე-9 სიმფონიის მეოთხე, დასკვნით, […]
ჯონ ქითსი “ოდა ლარნაკს”
გაზაფხულზე, ”ლიგამუსში“, გიგა ზედანიასთან ჯონ ქითსის პოეზიაზე საუბარისას გაირკვა, რომ ლექსს – „ოდა ბერძნულ ლარნაკს“, წელს 200 წელი უსრულდება, სწორედ ამ საუბარის შემდეგ გადავწყვიტე, ეს ლექსი ქართულად მეთარგმნა. 1819 წელი ქითსისათვის და, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, მთელი ევროპული რომანტიზმისათვის ერთგვარი “Annus Mirabilis” იყო. მისი „ოდების“ უმრავლესობა, ამ დროს დაიწერა. „ბერძნული ლარნაკისთვის“ ქითსის ინსპირაციად მხატვარ ბენჯამინ […]