არაფერია ახალი მზისქვეშეთში

მე თამრიკო ვარ, ექთანი. ყოველთვის მინდოდა, ადამიანების ჯანმრთელობაზე მეზრუნა, მაშინ, როცა მათ ეს ყველაზე მეტად დასჭირდებოდათ. ან კიდევ ვის ვატყუებ?! ექთანი ვარ, იმიტომ, რომ პატარა გავთხოვდი, ქმარი მომიკვდა და ცხოვრება ამერია, სამედიცინოში ასი წელი სწავლა კიდევ არ შემეძლო, თან რა გაჭირვების წლები იყო?! ჰოდა, ექთანი ვარ საგიჟეთში. არც ისეთი საშიშია, სხვებს რომ ჰგონიათ, ხანდახან კარგადაც […]

კარამელიანი ბუზის სიმღერა

რიგიანად დაკვირვება არ დამცალდა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ამ კარამელით მოთხუპნულ საშაქრეში უსათუოდ ბუზებს ამწყვდევდნენ. შვეიცარმა ბოლო გასაღები გამომიწოდა და უგულოდ ჩაიბზუილა. გამოვეცალე.   – რომელზე მიბრძანდებოდით? – რა? – ზემოთ არ ცხოვრობთ? – აჰ, არა, მე უნდა ჩავიდე, მაგრამ ჯერ XXVII-ზე, მადლობა.   რატომ არ მითხარი, აღარ ვეჩხუბებოდი. არ გამიგია თურმე არ მუშაობდა, მე კიდევ […]

აიშვარია

დაჰკრა ჟამმა და გაღმა თბილისის ერთ, მერიისგან მივიწყებულ დასახლებაში უმაღლესი სასწავლებელი გაიჩითა. აქაური გაღმელები აღარ ამაყობდნენ მხოლოდ ადგილობრივი ლიქიორის ქარხნით, რომელიც, ქარხნის დირექტორისა და ამ უბნის მოსახლეობის აზრით, მსოფლიოში ყველაზე მაგარ ლიქიორს ასხამდა. ქარხნის ეზოში ლიქიორის სახელობის სკვერი იყო. სკვერში კი – ძეგლი პირველი აქაური მელიქიორისა. როგორც აქაური ლოთები ამბობდნენ, ყოველი ღამის ყოველ სამზე ძეგლის […]