ალექსანდრეს არარსებობა
ვინ იტყვის, როგორ გაჩნდა იმ ქუჩაზე მტაცებელი ცხოველივით ბეწვაშლილი, პირზე ნერწყვმომდგარი სიბნელე. მახსოვს, როგორ გამოაჩინა ეშვები, მომიახლოვდა და მეც მის ნაწილად ვიქეცი. გაყინული ძვლები გამითბა. საფრთხე თავშესაფრად მექცა და მადლიერების ვეება ტალღამ ყველა ის აზრი გადარეცხა, ურთიერთსაპირისპირო მიმართულებებს რომ მიჩვენებდნენ. დამთავრდა ტანჯვა და წამება. სიბნელის წიაღში განაბულს ისღა დამრჩენოდა, საკუთარი სახელი და გვარი დამევიწყებინა. რაში […]
,,ადამიანები შემოდგომიდან”
ფრაგმენტი პირველი ერთი რონკა ოტკა. ახლა არის ეს დრო, ზუსტად ეს დრო. ჭიშკართან მოდის და გიყურებს. ანზორიე. დილის ამინდს ცოტა აჟრჟოლებს ტანში, სულ ცოტა, გასაძლებად – როგორც ზაფხულის უცებ აგრილებულ საღამოებისას აივანზე შემორჩინილ პატარა ბავშვებს – სექტემბრის დასაწყისია. ჰოდა, ანზორიე დგას ჭიშკართან, როგორც შემოდგომის მეტაფორა. იმ შემოდგომის არა, სასკოლო წიგნებში რომ ხატავენ – ოქროსფერის, […]
ირმებიანი წიგნის ყდები და რაღაც უფრო მეტი
7ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ნორვეგიელი მწერლები იმას ჩიოდნენ, რომ მათ თარგმნილ წიგნებს აუცილებლად თოვლიანი პეიზაჟები და პირქუში ბუნება ეხატათ ყდაზე. ერთმა დეტექტივების ავტორმა ისიც თქვა, ჩემი რომანი მთლიანად ზაფხულში ხდება და ყდაზე მაინც თოვლი დაახატესო. ეგ რა არისო, – მხარი აუბა მეორემ, – ჩემს მეგობარს ყდაზე ჩრდილოეთის ირემი გამოუსახეს, არადა კაცი ბერგენს არ გასცილებია და ეს […]
მარტოობა, ავატარები და ციფრული ეგზისტენციალიზმი
“აი, 21-ე საუკუნეში გალაკტიონს რომ ვესაუბრები სრული სერიოზულობით, ჩემს რეალურობაში ეჭვი შემაქვს უკვე” — ნოემბრის თუ დეკემბრის მორიგ უსასრულო ღამეს მისწერა უცნობმა ადამიანმა გალაკტიონ ტაბიძის ციფრულ სიმულაკრს ეს სიტყვები და ალბათ მართლა დაფიქრდა საკუთარი არსებობის ან სამყაროს არარეალურობაზე. მსგავსი ფიქრები ყველაზე ინტენსიურად ადამიანს ფსიქოდელური გამოცდილების დროს აქვს ხოლმე და თუ დავუჯერებთ “ფსიქოდელური კიბერნეტიკის” ისეთი გურუების […]
კნუტ ჰამსუნი და ტირეი ვესოსი – ნორვეგიული პროზის პირველი და მეორე კაცი
ამ კაცის დაბადების ადგილს სრულიად შემთხვევით მივაგენით დოვრესკენ მიმავალებმა და ეივინი შევიპირე, რომ უკანა გზაზე აუცილებლად გავჩერდებოდით. რამდენი ნაირფერი ხეობა გამოვიარეთ და მგონი ეს ყველაზე მწვანე იყო. ამ ხეობის ფერდობზე კიდევ პედერსენების კარ-მიდამო – პატარა ფერმა, რომელიც მწერლის მშობლებს ეკუთვნოდა… მავთულით ჩაკეტილი კარი შევაღეთ და შევედით. ორიოდე ხის სახლი, ხისავე სათავსო, რომელსაც ნორვეგიელები სტაბიურს ეძახიან, […]