ზაირა არსენიშვილის „ვა, სოფელო!“ – წიგნი, რომელიც არ ჩქარობდა
ამას წინათ მეგობართან ერთად ჯავახეთში გავემგზავრე და გზად ბევრი ველაპარაკე ამ წიგნზე. ჩემი მეგობარი თელაველია და ვეუბნებოდი, რომ მინდოდა მისი მშობლიური ქალაქი ამ რომანით ხელში მომევლო და სხვა თვალით შემეხედა ჩემთვის თითქოს კარგად ნაცნობი გარემოსთვის. ვამბობდი, რომ ქართულ ლიტერატურულ რუკაზე თელავი არასოდეს მონიშნულა ასე მძაფრად და ახლა, წიგნის წაკითხვის შემდეგ, ჩემთვის ისედაც საყვარელმა პატარა ქალაქმა […]
კორონა თაიმ
იზოლაციის პირველი წიგნი ჩემთვის მონიკა კრისტენსენის „ამუნდსენი – არდაბრუნების წერტილი“ გახდა. ეს დოკუმენტური წიგნი თანამედროვე ნორვეგიელი პოლარული მკვლევრისა და დეტექტივების ავტორის დაწერილია. შარშან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ვნახე თავის რომელიღაც მორიგ ფათერაკში ფეხმოტეხილი, ხელჯოხიანი, მკვირცხლი, ასაკოვანი და მაინც ახალგზრდა ეს ავტორი, რომელმაც მანამდე ცნობილი იყო დეტექტიური რომანებით, რომელთა მოქმედების ადგილად კუნძული შპიცბერგენი აირჩია და ამით ჟანრის […]
პისტოლეტი
Полу-милорд, полу-купец, Полу-мудрец, полу-невежда, Полу-подлец, но есть надежда, Что будет полным наконец. А. С. Пушкин „ლე კლან“-ის კარს შესვლის მსურველთა არმადა მოსდგომოდა. ეს კლუბი, სხვა მისნაირი კლუბების მსგავსად, მელიქ აზარიანცის სახლის მეორე თუ მესამე სართულზე გაეხსნათ ძველი ორნამენტებითა და ბარელიეფებით მორთულ შენობაში, საიდანაც საქართველოს უახლესმა ისტორიამ ყველა მცხოვრები გამოაძევა, სარდაფებსა და პირველ სართულზე სახინკლეები […]
კონდრატე, ანუ ჯაშუშობა ბოლო ჟამისა. შაურიანი ვითომ ისტორიული წიგნაკი (მესამე თავი)
მოგეხსენებათ, რომ ვითომ ისტორიული წიგნაკები იმგვარი წიგნაკებია, რომელთა ფურცლებზე მოთხრობილი ამბების უმეტესობა მართალია, უმცირესობა კი მოგონილი, თუმცა იმგვარი ეშმაკობით, რომ წამკითხველს კაუჭს მოსდებს და დააჯერებს, ნამდვილი ამბავიც ესა ყოფილაო. […]
კონდრატე, ანუ ჯაშუშობა ბოლო ჟამისა. შაურიანი ვითომ ისტორიული წიგნაკი (მეორე თავი)
პირველი თავი ხელმისაწვდომია ბმულზე: http://bit.ly/2SWRbIT 2. ეხლა, ვინ იყო ეს ადიკი: რაც რამ რომ მეორე მსოფლიო ომამდი საბჭოთა კავშირში საუკეთესო განათლება არსებობდა, პალკოვნიკი იმით გაენათლებინათ. იგი ბავშვობიდანვე პირდაპირ კრემლში ზრდილიყო, სანამ აშენდებოდა სახლი სერაფიმოვიჩის ნუმერ ორად ჩაწერილი და სახელდებული სახელგანთქმულ სანაპიროს სახლად, სადაც მერე გადაბარგდა წარმომავლობის წყალობით. სახლი ესე, იშვიათი შენებისა და არსისა, პირველი და […]
კონდრატე, ანუ ჯაშუშობა ბოლო ჟამისა. შაურიანი ვითომ ისტორიული წიგნაკი (პირველი თავი)
მოგეხსენებათ, რომ ვითომ ისტორიული წიგნაკები იმგვარი წიგნაკებია, რომელთა ფურცლებზე მოთხრობილი ამბების უმეტესობა მართალია, უმცირესობა კი – მოგონილი, თუმცა იმგვარი ეშმაკობით, რომ წამკითხველს კაუჭს მოსდებს და დააჯერებს, ნამდვილი ამბავიც ესა ყოფილაო. მე მომწონს ბებერი ჯო სტალინი. კარგი ბიჭია, ოღონდ პოლიტბიუროს ტყვეობაშია. რაღაც შეთანხმებებზე წამოვიდოდა, მაგრამ ეგენი არ ანებებენ. ჰარი ტრუმენი, ამერიკის პრეზიდენტი 1. […]
იურგის კუნჩინასის „ტულა“
როცა კუნჩინასის „ტულა“ წავიკითხე, ვილნიუსში უკვე რამდენჯერმე ვიყავი ნამყოფი. წავიკითხე ეს წიგნი და ქალაქი, რომელიც უბრალოდ მომწონდა და მიყვარდა კიდეც, ჩემთვის ლიტერატურულად მნიშვნელოვანი შეიქნა. მერე კიდევ ერთხელ მოვხვდი იქ და მეგობარს ვთხოვე, ტულას სახლი მაჩვენე-მეთქი. მიმიყვანა უბანში, სადაც ბევრჯერ ვყოფილვარ, და მიმითითა ეზოზე, რომლის კარიც დაგმანული დაგვხვდა, რადგან შიგნით სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. მაშინ გავიფიქრე, რომ […]
წყევლა როგორც ქვეყნის ბედისწერა (უილიამ ფოლკნერის „გარდავედ მოსეს“ მიხედვით)
უილიამ ფოლკნერის „გარდავედ მოსე“ ამერიკის სამხრეთის შტატების ტრაგედიის ერთი ყველაზე ღრმა და მრავლისმთქმელი რომანია. ამერიკის სამხრეთ შტატებს, როგორც ქვეყანას, უძველესი წყევლა სდევს სტიგმად; ესაა მონობა და რასობრივი დაყოფის დაუძლევლობა. „გარდავედ მოსეს“ გამოცემისთანავე დაიწყო კამათი – რომანია თუ ნოველების კრებული ეს წიგნიო და დიდხანს არ შემწყდარა. გამოცემიდან შვიდ თვეში ფოლკნერმა გადაამუშავა ნოველები, გადაადგილა და შეავსო, თანამიმდევრულობა […]
სხვანაირი ფილმთაცქერა სხვანაირი წარსულიდან. ადამიანები შემოდგომიდან 2
ფილმის კოლექტიური, ექსტრემალური ცქერის სამი ეპიზოდი მახსენდება ჩვენი ჯადოსნური წარსულიდან. სცენა პირველი შეკრებდნენ მეზობლები ბენზინის ფულს სოფელ ნატანების ერთ პატარა უბანში, რომელსაც ერქვა ლეკურა. ხუთ ლარს. სულ ხუთს. თითოს ოცი თეთრი უწევდა. ჩაასხამდნენ ლადოიეს ,,ადინაცატში”. დაარტყამდა ეს ადინაცატი ლეკურას წრეს, აკუმულატორს დატენიდა და დაბრუნდებოდა ვალმოხდილი სახით. მერე ამ აკუმულატორს მიუერთებდნენ პატარა ტელევიზორს და ეს ტელევიზორი […]
ძმები
მათ შორის სხვაობა ოთხი წელი იყო. ამათგან უმცროსობა მამაჩემს, ხოლო უფროსობა ბიძაჩემს ხვდა წილად. ისინი, რაც თავი მახსოვს, სულ ერთად იყვნენ, შაბათ-კვირას, დილაობით, ფეხბურთს თამაშობდნენ, საღამოობით – ნარდს ან პრეფერანსს, შესაბამისად სულ ჩხუბობდნენ და კამათობდნენ, რადგან მათ ურთიერთობას მუდამ თამაშის, აზარტის, გარკვეული შეჯიბრებითობის ელემენტი ახლდა. ბიძაჩემი „კინო-პროპაგანდაში“ მუშაობდა, ეს სიტყვები ეწერა იმ „რაფსაც“, რომელიც მე […]